საიტის ენის არჩევა

იმ შემთხვევაში, თუ სასურველი ენა სწორადაა განსაზღვრული, უბრალოდ დახურეთ ფანჯარა

    წარმოება. SPLATწარმოება. SPLAT

    წარმოება

    SPLAT–ის პროდუქტების ინოვაციური შემადგენლობების შემუშავებას ახორციელებს კომპანიის საკუთარი სამეცნიერო ცენტრი დარგის წამყვან სპეციალისტებთან ერთად. ჩვენი შემუშავებების უნიკალურობა დაცულია რუსეთის და საერთაშორისო სერთიფიკატებით და პატენტებით.

    SPLAT–ის პროდუქცია მზადდება წამყვანი მსოფლიოს მწარმოებლების საუკეთესო კომპონენტებისგან საკუთარ თანამედროვე ეკოფაბრიკაში – Organic Pharmaceuticals – და ჩვენი ევროპული და იაპონური პარტნიორების თანამედროვე ქარხნებში.

    კომპანიის ხარისხის მართვის სისტემა სერთიფიცირებულია GMP Cosmetics (ISO 22716), ISO 9001 საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

    ეკოლოგიური პასუხისმგებლობა – კომპანიის ფილოსოფიის ნაწილია.

    SPLAT–ის საწარმოს ეკოლოგიური მენეჯმენტის სისტემა სერთიფიცირებულია ISO 14001 შესაბამისად.

    უკვე 5 წელზე მეტია ჩვენ მხარს უჭერთ CO2 - ნეიტრალური წარმოების პროგრამას და ჩვენს პარტნიორებთან ერთად ყოველწლიურად ვრგავთ რამდენიმე ჰექტარზე ხეს მთელს მსოფლიოში.

    SPLAT–ის წარმოება განლაგებულია ვალდაის ეკოლოგიურ სუფთა რაიონში. ჩვენ ვაცნობიერებთ ჩვენს პასუხისმგებლობას ბუნების წინაშე და ყველაფერს ვაკეთებთ გარემოზე ჩვენი ზეგავლენის შემცირებისათვის.

    SPLAT–ის პროდუქტები სერთიფიცირებულია ევრო კავშირის კოსმეტიკური დირექტივების შესაბამისად. მათი მაღალი კლინიკური ეფექტურობა დადასტურებულია რუსეთის, ევრო კავშირის ქვეყნების, იაპონიის წამყვანი სამეცნიერო ინსტიტუტების კომპლექსური გამოკვლევებით.

    ხარისხის მართვისა და პროდუქციის სერთიფიცირების ჩვენს სისტემას გააჩნია საერთაშორისო ბაზარზე რეგისტრაციისათვის აუცილებელი ბაზა ეროვნული კანონმდებლობის ნორმების მოთხოვნების შესაბამისად.

    დაწვრილებითი ინფორმაციისთვის თქვენს ბაზარზე რეგისტრაციის შესაძლებლობის შესახებ თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ მოგვმართოთ state@splat.ru

    კერძო მარკების წარმოების საკითხებთან დაკავშირებით მოგვმართეთ lysogor@splat.ru

    ჩვენი პროდუქტები