საიტის ენის არჩევა

იმ შემთხვევაში, თუ სასურველი ენა სწორადაა განსაზღვრული, უბრალოდ დახურეთ ფანჯარა

    ჩვენს შესახებ. SPLATჩვენს შესახებ. SPLAT

    ჩვენს შესახებ

    SPLAT – არის პირის ღრუს მოვლის ინოვაციური პროფესიული საშუალებების წამყვანი რუსული შემმუშავებელი და მწარმოებელი.

    საკუთარ სამეცნიერო ლაბორატორიასა და R&D ცენტრში ხდება უნიკალური შემადგენლობების შემუშავება. დღეისათვის SPLAT–ს გააჩნია 10–ზე მეტი რუსეთის და საერთაშორისო პატენტი.

    ყველა პროდუქტის მაღალი ეფექტურობა დადასტურებულია გაფართოებული კვლევის/ტესტირების დროს რუსეთში, იაპონიასა და ევრო კავშირის ქვეყნებში.

    დინამიურად მზარდმა ოჯახურმა კომპანიამ, თავისი 13 წლის არსებობის განმავლობაში დაიკავა რუსეთის oral care ბაზრის 13% და მისი ექსპორტი ხორციელდება მსოფლიოს 28 ქვეყანაში.

    SPLAT–ის გუნდს – 700 თამამ, ნათელ და გულგახსნილ ადამიანს გულწრფელად სჯერა, რომ შეიძლება სამყაროს გაუმჯობესება და გუნდი მუშაობს იმისათვის, რომ ყოველ წამს მსოფლიოში ვინმემ გაიღიმოს.

    ჩვენი ღირებულებები:

    • იყავი ნამდვილი, გახსნილი და გულწრფელი
      იყავი ნამდვილი, გახსნილი და გულწრფელი

      SPLAT–ის ყველა პროდუქტი და იდეა დახმარებას უწევს ადამიანს იყოს ჯანმრთელი, საკუთარ თავში დარწმუნებული, იოლად დაამყაროს ურთიერთობა და გაიხაროს ცხოვრებით. ბუნებრიობა ყველაფერში – ჩვენი ცხოვრებისეული პოზიციაა.

    • ინოვაციურობა და კრეატიულობა
      ინოვაციურობა და კრეატიულობა

      საოცარი, შეუდარებელი, პროდუქციის შექმნა ჩვენი საყვარელი ამოცანაა. ჩვენ რეალიზებას ვუკეთებთ ინოვაციებს, პირველნი ვნერგავთ მსოფლიო აღმოჩენებს, ვთავაზობთ ახალ, უფრო კომფორტულ და მსუბუქ ფორმებს ჩვეული პროუქტების გამოყენებისას. ჩვენს მიერ შემუშავებული თითოეული პროდუქტი, ასევე არის ინფორმაციის მატარებელი, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანის განვითარებას, გმატებთ ცოდნას და გეხმარებათ ცხოვრებაში. ინოვაციური გადაწყვეტილებების უმეტესობა დაცულია პატენტებით.

    • გამძლეობა და შედეგზე ორიენტირებულობა
      გამძლეობა და შედეგზე ორიენტირებულობა

      სილამაზისა და ჯანმრთელობისათვის განკუთვნილი პროდუქტები მზადდება მსოფლიოს წამყვანი მწარმოებლების მხოლოდ საუკეთესო კომპონენტებისგან. კომპანიის ხარისხის მართვის სისტემაში ყოველი მასალა, შეფუთვა და თავად პროდუქტი ექვემდებარება ხარისხის კონტროლს სხვადასხვა ეტაპებზე, რადგან Splat–ის გამოყენებამ მოგიტანოთ სიამოვნება და გარანტირებული შედეგი!

    • იყავი ყველაფერში საუკეთესო
      იყავი ყველაფერში საუკეთესო

      წარმატება – არის შემთხვევა, წარმატებულობა – თვისება. წარმატებას მიჩვეული ადამიანი, ახალ წამოწყებაში ყოველთვის ისახავს გეგმას, რომელიც პირად მიღწევებს გააუმჯობესებს. ჩვენ გვახარებს წარმატებულ ადამიანებთან თანამშრომლობა!

    • განვითარება, სრულყოფა და ყველაფერი ახალის მიმართ გახსნილობა
      განვითარება, სრულყოფა და ყველაფერი ახალის მიმართ გახსნილობა

      ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყოველ დღეს რაიმე ახალის შექმნა, უჩვეულოს შემჩნევა ჩვეულებრივშიც კი, მუდმივად სწავლა და საკუთარი უნარის სრულყოფა. ჩვენ მხარს ვუჭერთ და სტიმულირებას ვუკეთებთ ჩვენი თანამშრომლების მისწრაფებებს განვითარებისკენ და მათთვის ხელმისაწვდომს ვხდით მსოფლიო გამოცდილებასა და ცოდნას.

    • ოპტიმიზმი და სიყვარულის რწმენა
      ოპტიმიზმი და სიყვარულის რწმენა

      ჩვენ ვართ ახალგაზრდა პროფესიონალების გუნდი. ჩვენ გვაერთიანებს ოპტიმიზმი და სამყაროს გაუმჯობესების სურვილი. ჩვენ გვჯერა სიყვარულის, ვაფასებთ ბუნებრიობას და ვცდილობთ სიხარული მივიღოთ ყოველი დღისგან.

    • საკუთარი თავის რწმენა და სიცოცხლის სიხარული
      საკუთარი თავის რწმენა და სიცოცხლის სიხარული

      აქტიური ცხოვრებისეული პოზიცია – ჩვენთვის მნიშვნელოვანი თვისებაა. ამიტომ ჩვენს გუნდში შრომობენ ადამიანები გაბრწყინებული თვალებით, გულწრფელი და ყოველთვის მზად მყოფი დახმარების გაწევისთვის. ერთად ჩვენ ვაკეთებთ ძალიან მნიშვნელოვან და საჭირო საქმეს – ვქმნით მომავალს. განა ეს არ არის ოცნების საგანი?

    • საქმის სიყვარული
      საქმის სიყვარული

      სამსახურში – ოფისში თუ ფაბრიკაში უმრავლესობა ატარებს ჩვენი დროის მნიშვნელოვან ნაწილს, ამიტომ ჩვენ ვცდილობთ შევინარჩუნოთ ჩვენს კოლექტივში თბილი და გულღია ურთიერთობა, სანდო და გულწრფელი, არა შეჯიბრებისთვის, არამედ თანაშემოქმედებისთვის. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ამ ურთიერთობებს, ვიცავთ და ვინახავთ. და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ახალი სპეციალისტები, რომლებიც უერთდებიან ჩვენს გუნდს, გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის გარდა იზიარებდნენ ჩვენს ღირებულებებს, ბუნებრივად გვავსებდნენ და გვეხმარებოდნენ გარშემო სამყაროს გაუმჯობესებაში!

    გაიგეთ ჩვენს საწარმოზე